საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ეკონომიკის დინამიკა შეაფასა და 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.6%-მდე გაზარდა - ამის შესახებ IMF-ის ბოლო ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

IMF-მა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მანამდე ივლისში გამოაქვეყნა, როდესაც რუსეთის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელად, 3.2%-ზე დატოვა.

რაც შეეხება 2025 წლის მოლოდინებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ამ შემთხვევაში, 1.5%-დან 1.3%-მდე შეამცირა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკი მთავრობას მზარდი სამხედრო ხარჯების მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ რუსეთის ეკონომიკა "გადახურების" ფაზაშია. ოფიციალური მონაცემებით, სექტემბრის თვეში მოსკოვმა 8.6%-იანი ინფლაცია დააფიქსირა. ინფლაციის კონტროლისთვის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 19%-მდე გაზარდა და კვირის ბოლოს ჩანიშნულ სხდომაზე კიდევ კვლავ ზრდას ვარაუდობს.

ამასთან, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა 2025 წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი 30%-მდე, $145 მილიარდამდე ზრდა დააანონსა, რითაც თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები სახელმწიფო ხარჯების 40%-ს მოიცავს.

bm.ge