ილონ მასკის SpaceX-მა და Tesla-მ აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ გრაიმსის ოლქში ერთობლივი საწარმოს, Terafab-ის, მშენებლობის გეგმები გამოაცხადეს. 9.3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის კომპლექსი (რაც დაახლოებით 1300 საფეხბურთო მოედნის ეკვივალენტურია) მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება.

შენობა ხუთჯერ დიდი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი რეკორდსმენი, ჩინეთში მდებარე New Century Global Center და 10-ჯერ დიდი, ვიდრე Giga Texas-ის ობიექტი. ობიექტი გააერთიანებს მიკროჩიპების წარმოების მთელ ციკლს, დიზაინიდან შეფუთვამდე.

ობიექტი გიბონს კრიკის წყალსაცავის მახლობლად, ყოფილი ორთქლის ელექტროსადგურის ადგილას აშენდება. რენდერზე გამოსახულია ორი სიმეტრიული U-ფორმის შენობა ფრთისებრი სახურავებით და შუაში შესასვლელი გზით.

ზოგიერთი ცნობით, პროექტში საწყისი ინვესტიციები დაახლოებით 55 მილიარდ დოლარს შეადგენს და შემდგომში შესაძლოა გაორმაგდეს. ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა შეიძლება 1800-დან 3000-მდე მერყეობდეს.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე