საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია თუ ავტომფლობელების შეზღუდვისა და ჯარიმების ზრდის ახალი მექანიზმი? როგორც იცით, მთავრობამ ე.წ. საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა — დოკუმენტს, ყველა აქამდე არსებული რეგულაციის მსგავსად, კეთილშობილური სახელი აქვს - წერს facebook-ში ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.

„რეალურად კი, ეს ავტომფლობელებისთვის დამატებითი შეზღუდვებისა და ბიუჯეტში საჯარიმო შენატანების ზრდის მორიგი ზომაა.

მარტივად აგიხსნით, რა შეიცვლება ამ ე.წ. სტრატეგიით:

• სიჩქარის გადაჭარბებაზე კამერებიც დაგაკლებთ ქულებს — რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქიდან რამდენიმე გასვლით შესაძლოა მართვის უფლების გარეშე დარჩეთ.

• შემცირდება სიჩქარის გადაჭარბების ტოლერანტული ზღვარი — მაგალითად, თუ 50 კმ/სთ არის დასაშვები სიჩქარე და აქამდე 60 კმ/სთ-ით გადაადგილებისას ჯარიმა არ იწერებოდა, ახალი წესებით უკვე დაჯარიმდებით.

• არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ადამიანებს დაავალდებულებენ საკუთარ ავტომობილებში გაურკვეველი მოწყობილობები დაამონტაჟონ ნების საწინააღმდეგოდ.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ გიჟური რეგულაციებისა, რომლებიც ამ ე.წ. სტრატეგიაშია გაწერილი“ - წერს პაატა ბაირახტარი.