12 აგვისტოს მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა. მზე სრულად დაბნელდა გრენლანდიის, ისლანდიის, ჩრდილოეთ რუსეთის, ატლანტის ოკეანის, ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში და პორტუგალიის მცირე ტერიტორიაზე.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სხვა მრავალ ადგილას მზე ნაწილობრივ დაბნელდა, მათ შორის აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადაში, ევროპის დიდ ნაწილში და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში.

ევროპისა და აფრიკის ზოგიერთ ადგილას მზე ისე ჩავიდა, რომ ნაწილობრივ ჩაბნელებული იყო, რამაც ულამაზესი სანახაობა შექმნა.

მზის სრული დაბნელებისას, მთვარე დედამიწასა და მზეს შორის გაივლის და მისი დისკო მთლიანად ფარავს მზის დისკოს.

სრული დაბნელების ყველაზე ხანგრძლივი ფაზა (2 წუთი და 18,2 წამი) დაფიქსირდა ისლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მზის პირველი სრული დაბნელება კონტინენტურ ევროპაში 1999 წლის შემდეგ.

მზის მომდევნო სრული დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება და ჩაივლის სამხრეთ ესპანეთზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე (მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე), საუდის არაბეთსა და იემენზე.

დაბნელების რუკა

დაბნელება ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდიდან

ლეონი, ესპანეთი

დაბნელება საკრუიზო გემიდან, კუნძულ იბისას ჩრდილოეთიდან

სარაგოსა, ესპანეთი

პასაუ, გერმანია

ლოდოსა, ესპანეთი

წყარო: პირველი არხი