იაპონურმა ტანსაცმლის მწარმოებელმა და საცალო ვაჭრობის ბრენდმა Uniqlo-მ გადაწყვიტა დახუროს თავისი დიდი მაღაზიების უმეტესობა რუსეთში, რადგან 2022 წელს ქვეყანაში 10,8 მილიარდ რუბლზე მეტი (140 მილიონი დოლარი) ზარალი განიცადა.

ამის შესახებ რუსული მედია ბაზარზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კომპანიას ქვეყნიდან საბოლოო გასვლის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ  პროცესი დაწყებულია. ქსელის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს, სავარაუდოდ, რუსული Gloria Jeans-სი დაიკავებს.