დასავლეთ იაპონიაში წყალდიდობის გამო, ორი ქალაქიდან 370 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ იზუმოში სულ მცირე 15 მეწყერი ჩამოწვა, მდინარეების ადიდების გამო დაზიანდა და დაიკეტა 20-მდე გზა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მდინარეში მანქანა ჩავარდა. ადგილობრივი პოლიცია და მაშველები მძღოლს ეძებენ.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იზუმოში 6 საათის განმავლობაში 109 მილიმეტრი ნალექი დაფიქსირდა, ხოლო მეზობელ მაცუში 95,5 მმ ნალექი მოვიდა.