იაპონიაში ყველაზე ცხელი ივნისის თვე დაფიქსირდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ივნისის თვეში საშუალო ტემპერატურა 1898 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო.

სააგენტოს ცნობით, იაპონიასთან სანაპირო წყლის ტემპერატურაც ჩვეულებრივზე 1,2 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს უტოლდება.

ეს მაჩვენებელიც 1982 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

1tv.ge