იაპონიამ უარი თქვა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, — ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს საკითხი განიხილეს დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ერთი დღით ადრე, 8 დეკემბერს.
იაპონიის ფინანსთა მინისტრმა საცუკი კატაიამამ გამორიცხა რუსული აქტივების გამოყენება იურიდიული მიზეზების გამო. სადავო აქტივების ღირებულება დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.