იაპონიის მთავრობა გეგმავს მნიშვნელოვნად გაამკაცროს სამგზავრო, მათ შორის მეორად მანქანებზე ექსპორტის კონტროლი, როგორც დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრისთვის. ამის შესახებ RBC-Ukraine იაპონურ გამოცემა Yomiuri-ზე დაყრდნობით იუწყება.
ივლისის ბოლომდე მთავრობა ცვლილებების დამტკიცებას გეგმავს ექსპორტის კონტროლის პროცედურაში, რომელიც „ვალუტისა და საგარეო ვაჭრობის შესახებ“ კანონს ეფუძნება. უფრო მკაცრი შეზღუდვები, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდება.
გასული წლის აპრილიდან იაპონიამ ძვირადღირებული (6 მილიონ იენს ზევით ($33,780) მანქანების ექსპორტი აკრძალა რუსეთში. ამჯერად, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გარდა იაპონიიდან რუსეთში ყველა ჰიბრიდული მანქანის, ელექტრო და ელექტრომობილის ექსპორტიც აიკრძალება.
ფინანსთა სამინისტროს სავაჭრო სტატისტიკის თანახმად, იაპონიის ექსპორტის ღირებულება რუსეთში 2022 წელს დაახლოებით 600 მილიარდი იენი (3,378,016,085 აშშ დოლარი) იყო, რაც დაახლოებით 30%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.