Wimm-Bill-Dann-ის დამფუძნებლისა და Forbes-ის სიის ყოფილი წევრის, დავით იაკობაშვილის ვაჟი, მიხეილ იაკობაშვილი, „ესენტუკის“ მწარმოებელი კომპანის კაპიტალიდან გამოვიდა. მიხეილ იაკობაშვილმა Aqua Invest ჰოლდინგის კაპიტალში საკუთარი წილი რუს ინვესტორს მიჰყიდა. ამის შესახებ SPARK-ის მონაცემებშია აღნიშნული.
ამავე ცნობით, 13 ოქტომბრიდან Aqua Invest-ის ახალი თანამფლობელია შპს Kazbek Invest, რომელიც 2023 წლის მარტში ერთადერთი ბენეფიციარით, მიხაილ მირზოევით, დარეგისტრირდა.
„მიხეილ იაკობაშვილმა Aqua Invest-ში თავისი წილი რუს ინვესტორს მიჰყიდა“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ AFK Sistema-ს წარმომადგენელმა, რომელიც Aqua Invest-ში ასევე 33,33%-ს ფლობს.
მიხეილ იაკობაშვილი Aqua Invest-ის თანამფლობელი, 33,33%-იანი წილით, 2019 წლის ივნისში გახდა. დავით იაკობაშვილის განცხადებით, პროექტს მიხეილი უხელმძღვანელებდა.