ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2025 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა.

2025 წლის Global 2000-ის რეიტინგში, გასულ წელთან შედარებით, ბანკების რაოდენობა 315-დან გაიზარდა და 328-ს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ სიაში საბანკო ინდუსტრია მოწინავე ადგილებს იკავებს და მაგალითად ტოპ კომპანიების ათეულში 5 ბანკია.

Global 2000-ის რეიტინგის ლიდერი ამერიკის უდიდესი ბანკი, JPMorgan-ია, მეორე ადგილზე კი ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკია (ICBC).

Global 2000-ში შემავალი ტოპ-5 ბანკი:

ადგილი სახელი სათავო ოფისი ინდუსტრია გაყიდვები მოგება აქტივები საბაზრო ღირებულება
1 JPMorganChase შეერთებული შტატები ბანკინგი $285.11 მლრდ $59.36 მლრდ $4,357.86 მლრდ $677.8 მლრდ
2 ICBC ჩინეთი ბანკინგი $221.96 მლრდ $50.84 მლრდ $6,688.6 მლრდ $251.33 მლრდ
3 Bank of America შეერთებული შტატები ბანკინგი $196.53 მლრდ $27.85 მლრდ $3,349.42 მლრდ $300.06 მლრდ
4 China Construction Bank ჩინეთი ბანკინგი $196.71 მლრდ $46.64 მლრდ $5,558.26 მლრდ $219.81 მლრდ
5 Agricultural Bank of China ჩინეთი ბანკინგი $198.02 მლრდ $39.2 მლრდ $5,923.64 მლრდ

$212.51 მლრდ