აბუ დაბიში ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს დაუბრკოლებელი და უსაფრთხო წვდომა აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანამდე, რასაც განვიხილავთ როგორც წვდომას ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანიული ტვირთი ან მოქალაქეები არ უნდა ხვდებოდნენ პირისპირ სომხეთის უსაფრთხოების ორგანოებს, ეს არის ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნა და, ვფიქრობ, აბსოლუტურად სამართლიანია.

„ამერიკული კომპანიის მიერ ზანგეზურის დერეფნის ქირაობის შესახებ კითხვას რაც შეეხება, ის სომხეთის უნდა დაუსვათ. ჩვენს ტერიტორიზე არ იქნება არანირი ოპერატორი, იჯარა ან ქირა. ყველაფერს თავად გავაკეთებთ. სომხეთს რისი გაკეთება უნდა, არ ვიცი, მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მიიწვიეს ე.წ. ევროპელი დამკვირვებლები, რომლებიც იმ ჯაფუშუების მიერ არიან მომზადებული, რომლებიც ჩვენ გვითვალთვალებენ. და, სხვათაშორის, ირან-ისრაელის დაპირისპირების დროს ჯაშუშობდნენ ირანის წინააღმდეგ. ხვალ შეუძლიათ, კიდევ ვინმე მოიწვიონ. აბუ-დაბიში ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს დაუბრკოლებელი და უსაფრთხო წვდომა აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანამდე. ამას განვიხილავთ როგორც წვდომას ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე. აზერბაიჯანიული ტვირთი ან აზრბაიჯანის მოქალაქეები არ უნდა ხვდებოდნენ პირისპირ სომხეთის უსაფრთხოების ორგანოებს ან ვინმე ხვას. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნა და ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სამართლიანია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

1tv.ge