ფრანგულმა კომპანია Kering SA-მ, რომელიც ფლობს Gucci-სა და Yves Saint Laurent-ის ბრენდებს, მიიღო ერთწლიანი გადავადება კატარის Mayhoola ფონდისგან Valentino-ს მოდის სახლის დარჩენილი წილის გამოსასყიდად.

Kering-ის ცნობით, Valentino-ს აქციების 70%-ის შესყიდვის ოფციის განხორციელების ვადა 2029 წლამდე გადაიდო.

Kering-მა მოდის სახლის 30% 2023 წელს 1.7 მილიარდ ევროდ შეიძინა. ამ გარიგების პირობები მოიცავდა დარჩენილი წილის შეძენას 2028 წლისთვის.

ამ კვირის დასაწყისში, Kering-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა დე მეომ აქციონერებს განუცხადა, რომ მისი პრიორიტეტი კომპანიის ვალებისა და ხარჯების შემცირება იქნებოდა. Kering-ის წმინდა ვალმა გასული წლის ბოლოს 10.5 მილიარდ ევროს მიაღწია.

ვრცლად interfax - ზე