Google Pixel-ის ვანილის კამპანია ადამიანებს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიჰყვება, თუმცა გასაკვირი ის არის, რომ სმარტფონების ნაცვლად, ყველას ხელში იდენტური ვანილის ნაყინის კონუსი აქვს. აღნიშნული, ბრენდის Ask More of Your Phone-ის კამპანიის ნაწილია, რომელიც 2017 წელს ჩაუშვეს. 

„ტელეფონის შეცვლა ემოციური გადაწყვეტილებაა და ვიცით, რომ ახალი მოწყობილობის შესწავლის შფოთვა ხშირად აიძულებს ადამიანებს, დაკმაყოფილდნენ არსებული სტატუს-კვოთ. Ask More of Your Phone-ის კამპანია კი ამტკიცებს, რომ Google Pixel ახალი სტანდარტია დღევანდელი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. საოცარი პროგრამებითა და პიქსელის ხელოვნური ინტელექტით, მათ შორის Gemini-ის Nano Banana-თი, ყველას მოვუწოდებთ, გასცდნენ მათთვის კომფორტულ ტელეფონებს და გამოცადონ ინტელექტი, რომელიც აქამდე აკლდათ“, — ამბობს ანდრიენ ლოფტონი, გუგლის ვიდე-პრეზიდენტი.

ამგვარად, თავად გადაწყვიტეთ, ვანილის ნაყინი გირჩევნიათ თუ Google Pixel:

marketer.ge