Google აგრძელებს თავის გეგმას, წაშალოს ის ანგარიშები, რომლებიც სულ მცირე ორი წელია უმოქმედოა.- ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს. გამოცემის ცნობით ანგარიშები არ წაიშლება 1 დეკემბრამდე, თუმცა Google მომხმარებლებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას დაუგზავნის. მომხმარებლებს მიეცემათ გარკვეული პერიოდი მანამ სანამ ანგარიშები საბოლოოდ წაიშლება.

კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მაისში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ისეთი საკითხების თავიდან აცილებაა როგორიცაა ფიშინგი და სხვა. კომპანიის წარმომადგენლების ცნობით შიდა დასკვნები აჩვენებს, რომ ძველი ანგარიშები უფრო მეტად ეყრდნობიან გადამუშავებულ პაროლებს და ნაკლებად გამოიყენებენ უსაფრთხოების განახლებულ ზომებს, როგორიცაა ორეტაპიანი გადამოწმება. პირველად წაიშლება ანგარიშები რომლებიც მათ მომხმარებლებს შექმნის დღის მერე არ გამოუყენებიათ.

„ჩვენ გვსურს დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი არაავტორიზებული წვდომა თქვენს ანგარიშზე, მაშინაც კი, თუ თქვენ აღარ იყენებთ ჩვენს სერვისებს“, - განაცხადა კომპანიის. წარმომადგენლობამ.

არსებობს რამდენიმე გამონაკლისი პოლიტიკაში: ანგარიშები YouTube არხებით, დარჩენილი ნაშთები სასაჩუქრე ბარათებზე ისეთი ციფრული ნივთის შესაძენად, როგორიცაა წიგნი ან ფილმი.

ანგარიშების წაშლის გადაწყვეტილება უფრო შორს მიდის, ვიდრე ძველი პოლიტიკა. 2020 წელს Google-მა თქვა, რომ მომხმარებლები წაშლიდნენ კონტენტს იმ სერვისებიდან, რომელთა გამოყენებაც შეწყვიტეს, მაგრამ თავად ანგარიშები არ წაიშლება.

"იმისათვის, რომ თქვენი ანგარიში არ წაიშალოს თქვენ "ექაუნთში" ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეხვიდეთ, წაიკითხოთ ელფოსტა, უყუროთ ვიდეოს ან შეასრულოთ ერთი ძიება სხვა აქტივობებთან ერთად." - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.