ყალბი საქონლის გლობალური ვაჭრობა კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ეკონომიკისთვის, მომხმარებლებისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის მთელ მსოფლიოში – ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის ანგარიშშია ნათქვამი.

ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2021 წელს ყალბი საქონლით ვაჭრობის ღირებულებამ დაახლოებით 467 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავის ნაწარმი ყველაზე მეტად დაზარალებულ სეგმენტებად რჩება, რაც ჩამორთმეული ყალბი საქონლის 62%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ელექტრონიკა, საათები, აქსესუარები, კოსმეტიკა, სამკაულები, თამაშები და სათამაშოები.

ვრცლად interfax–ზე