French Football Weekly-ს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის ამჟამინდელი კლუბის, „ლიონის“ მფლობელებმა იციან, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგან ლიგა 1-ში დასარჩენად. „ლიონი“ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში „ლიონის“ ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. წარუმატებელი საქმიანობის შემდეგ ჯონ ტექსტორმა კლუბის დირექტორთა საბჭოდან გადადგომა გადაწყვიტა და ადგილი ქალთა გუნდის პრეზიდენტს, მიშელ კანგს დაუთმო.

ფრანგული კლუბების მაკონტროლებელმა ორგანომ „ლიონს“ წერილი გაუგზავნა, სადაც გადაწყვეტილება სრულად იყო აღწერილი. როგორც ცნობილია, ანგარიშზე 70 მილიონი ევროს შეტანაა აუცილებელი იმისათვის, რომ DNCG-მ კლუბი ლიგა 1-ში დატოვოს.

საბოლოო განაჩენს ორგანო მომავალ კვირას გამოიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლიონს“ დავალიანების დასაფარად დიდი დრო არ აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბი საიდ ბენრაჰმასა და იოჰან ლეპენანტის ტრანსფერებს გააოფიციალურებს, ეს 70 მილიონი ევროს მოსაზიდად საკმარისი არ იქნება.

პირველი არხი