გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის, ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, – ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ქართველმა თავდამსხმელმა ჯილდოზე წარდგინელ ოთხ ფეხბურთელს აჯობა – აბდესამად ეზალზულის („ბეტისი“), ტომა ლემარს („ჟირონა“), ლუის მილიას („ხეტაფე“) და ფედერიკო ვალვერდეს („რეალი“).

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თებერვალში „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე ჯამში მხოლოდ 173 წუთი გაატარა, რაც დანარჩენ კანდიდატებზე საგრძნობლად ნაკლები დრო იყო, თუმცა შედეგიანობით ყველას აჯობა.

წყარო: პირველი არხი