ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა გიორგი მამარდაშვილი იმ ექვს მეკარეს შორის დაასახელა, რომლებიც ნოემბრის საუკეთესო სეივის ავტორის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
გიორგი მამარდაშვილმა „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის დროს „ლივერპულის“ მაისურით „ენფილდ როუდზე“ მეტი ქეშის დარტყმული ბურთი მოიგერია.
მამარდაშვილის გარდა, ნომინანტთა შორის არიან:
გულიელმო ვიკარიო („ტოტენჰემი“ – „ჩელსი“)
ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“ – „ბორნმუთი“, „ასტონ ვილა“ – „ვულვზი“)
ალფონს არეოლა („ბორნმუთი“ – „ვესტ ჰემი“)
ჯორდან პიკფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ევერტონი“)
მამარდაშვილი „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. მის სანაცვლოდ 2024 წელს ინგლისურმა გრანდმა „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა.