გერმანული Lufthansa განიხილავს ლატვიურ ავიაკომპანია airBaltic-ის აქციების შეძენის შესაძლებლობას ამ უკანასკნელის დაგეგმილ IPO-მდე – იტყობინება Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით.

მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

Lufthansa-მ, airBaltic-მა და ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრომ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს.

Lufthansa ჯგუფში უკვე შედის რამდენიმე ავიაკომპანია სხვა ქვეყნებიდან - Austrian Airlines, Swiss Airlines და Brussels Airlines. ივლისში ევროკომისიამ ნება დართო Lufthansa–ს შეეძინა იტალიის ეროვნული ავიაკომპანია ITA Airways-ის 41%-იანი წილი.

ვრცლად interfax – ზე