ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ს, სურს აეროპორტებში ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა ორ პორციამდე შეზღუდოს. ამის შესახებ The Guardian–ი წერს.

ავიაკომპანიამ მოუწოდა ევროპულ ხელისუფლებებს, შემოიღონ ახალი შეზღუდვები ალკოჰოლის გაყიდვაზე, რათა არ დაუშვან თვითმფრინავში ჩასხდომამდე მგზავრების მიერ ალკოჰოლის მიღება.

ავიაკომპანიები იტოვებენ უფლებას უარი უთხრან ჩასხდომაზე ყველას, ვინც მათი აზრით, ზედმეტად ნასვამ მდგომარეობაშია.

თუმცა, Ryanair-ს ახლა სურს, რომ აეროპორტებმა მოსთხოვონ მგზავრებს აჩვენონ ჩასხდომის ბარათი, როდესაც ალკოჰოლს ყიდულობენ აეროპორტის ბარებში, პაბებსა და მაღაზიებში სადაც საბაჟო გადასახადი არ მოქმედებს.

„როდესაც ფრენები დაგვიანებულია, მგზავრები მოიხმარენ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს აეროპორტებში ყიდვისა და მოხმარების შეზღუდვის გარეშე“, - აღნიშნეს ავიაკომპანია.

Ryanair-ის თანამშრომლების მტკიცებით, პრობლემა არა იმდენად ისაა, რომ მგზავრები სვამენ თვითმფრინავებში, არამედ ის, რომ ისინი თვრებიან აეროპორტში, ბორტზე ასვლისას კონტროლქვეშ ჩანან, თუმცა შემდეგ ფრენის დროს უმართავები ხდებიან.

www.liga.net