გერმანული კომპანია Rheinmetall-ი 2024 წელს უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი მომავალი წლის დასაწყისიდან გეგმავს, რომ უკრაინაში Fuchs-ისა და Lynx-ის ჯავშანტექნიკის წარმოება დაიწყოს.

„კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩვენ გვსურს, რომ პირველი Fuchs-ი 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx-ი 12-13 თვეში დავასრულოთ“, - განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა.

უკრაინის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ იარაღის დასავლურ მწარმოებლებთან თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის აღორძინებას შეუწყობს ხელს.

ipn.ge