გერმანიის Baader Bank საბირჟო ვაჭრობის ფონდების ბაზარზე ახალი სტრატეგიით შემოდის და გეგმავს, რომ ინვესტორების შერჩევაში ხელოვნურ ინტელექტი გამოიყენოს. ამის შესახებ Financial Times იუწყება.

Baader Bank-ის მართვის განყოფილება გეგმავს შექმნას ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული ევროზონის სააქციო ფონდი. ბირჟაზე ვაჭრობის საინვესტიციო ფონდი ფრანკფურტის Xetra ბირჟაზე ივაჭრებს.

ფონდი იქნება პირველი ევროპაში, რომელიც ასე ძლიერად დაეყრდნობა AI-ს აქციების შერჩევისას.

მოდელი ხელოვნური ინტელექტის საინვესტიციო კომპანია Ultramarin-მა შეიმუშავა, რათა ევროზონის კაპიტალის საინვესტიციო ლანდშაფტში. წინასწარ განსაზღვრულიყო ყოველთვიური ჭარბი შემოსავალი თითოეული აქციისთვის.

Ultramarin ასევე ავითარებს AI-ზე მომუშავე ETF-ებს, რომლებიც ორიენტირებულია გლობალურ და აშშ-ის აქციებზე და მისი ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია 3 ფონდში.

საინვესტიციო ფონდი სავარაუდოდ მიმდინარე თვეში ამოქმედდება, რადგან ის ჯერ კიდევ ელოდება დამტკიცებას გერმანიის ფინანსური მარეგულირებლისგან.