ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანიაში ლუდის მოხმარება 12%-ზე მეტად შემცირდა. ასეთი მონაცემები ფედერალურმა სტატისტიკურმა სააგენტომ ლუდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რასაც „ევროპულსი“ ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გერმანულმა ლუდსახარშებმა სულ 4,2 მილიარდი ლიტრი ლუდი გაყიდეს, რომლიდანაც მომხმარებლებზე 82% გაიყიდა. ამდენად, გერმანიის ერთი მცხოვრები, საშუალოდ, 41 ლიტრ ლუდს მოიხმარს.

ფედერალური სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, უალკოჰოლო ლუდს სულ უფრო მეტი გერმანელი ირჩევს. კერძოდ, თუ 2012 წელს ქვეყანაში ამ სასმელის მხოლოდ 242 მილიონი ლიტრი იწარმოებოდა, 2022 წელს წარმოება 474 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ასეთი ლუდის გაყიდვები გაორმაგდა და 96%-ით გაიზარდა.

„ევროპულსი“ წერდა, რომ ევროპის ქვეყნებში რეგულარულად იმართება ღონისძიებები, რომლებიც ალკოჰოლზე უარის თქმას ისახავს მიზნად. მაგალითად, ჩეხეთში 10 წელზე მეტია, ე.წ. მშრალი თებერვლის კამპანია იმართება. 2021 წელს გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ „მშრალი თებერვლის“ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად ნაკლებ ალკოჰოლს იღებდა.