ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors Co.-მ (GM) დაამტკიცა 6 მილიარდი დოლარის აქციების გამოსყიდვის ახალი პროგრამა და კვარტალური დივიდენდის 25%-იანი ზრდა.

პროგრამა buyback მოიცავს 2 მილიარდი დოლარის აქციების დაჩქარებულ გამოსყიდვას, რომელიც სავარაუდოდ დასრულდება 2025 წლის მეორე კვარტალში.

ამის შემდეგ გამოსყიდვის თანხების ჯამური ოდენობა, წინა პროგრამის ფარგლებში დარჩენილი რესურსების გათვალისწინებით, იქნება $4.3 მილიარდი.

კომპანია კვარტალურ დივიდენდებს აქციაზე $0.12-დან $0.15-მდე გაზრდის. გაზრდილი დივიდენდების გადახდა მეორე კვარტალში დაიწყება.

წყარო: interfax