კვლევითი კომპანია Gartner-ის პროგნოზით, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე (IT) გლობალური ხარჯები 2026 წელს 9.8%-ით გაიზრდება და 6 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

„2025 წლის მეორე კვარტალში დაწყებულმა გაურკვევლობის პაუზამ მესამე კვარტალში შემსუბუქება დაიწყო და წლის ბოლომდე ამ სეგმენტში მნიშვნელოვანი შემოდინებაა მოსალოდნელი“, - განაცხადა Gartner-ის ანალიტიკოსმა ჯონ-დევიდ ლავლოკმა. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) ფუნქციები ახლა ყველგან არის გავრცელებული ბიზნესების მიერ გამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში და ისინი უფრო ძვირია, რაც ხელს უწყობს სახსრების ნაკადის გაზრდას“.

2025 წელს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ IT ხარჯები 10%-ით გაიზრდება და 5.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ვრცლად interfax – ზე