იტალიის ქალაქ ფლორენციაში, უფიცის გალერეა სელფების გადაღებაზე მკაცრ შეზღუდვებს შემოიღებს. მიზეზი უსიამოვნო ინციდენტი იყო: ფოტოგრაფიით გატაცებულმა ვიზიტორმა შემთხვევით დააზიანა ძვირფასი ნახატი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ინციდენტი მე-18 საუკუნის ხელოვნების დროებით გამოფენაზე მოხდა. მამაკაცი, რომელიც ტილოზე გამოსახული პერსონაჟის პოზის იმიტაციას ცდილობდა, წაბორძიკდა და მხატვარ ანტონ დომენიკო გაბიანის ნამუშევარს შეეჯახა. ნახატი რესტავრაციას საჭიროებს, ხოლო თავად გამოფენა 2 ივლისამდე დახურვა მოუწია.

ახლა მუზეუმის ადმინისტრაციას სურს შეწყვიტოს „შეუსაბამო ქცევა“, რომელიც ექსპონატების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნიან ტურისტები, რომლებიც საათობით იკავებენ ადგილს ცნობილი ნახატების წინ სელფის გადაღებისთვის. მაგალითად, რთულია ვენერას დაბადების ნახატთან მიახლოება, რადგან უამრავი ადამიანი იღებს სურათებს.

უფიცის გალერეა იტალიაში მესამე ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობად რჩება, რომელსაც გასულ წელს 5.2 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა.