ფრანკფურტის აეროპორტის თანამშრომლებმა ორშაბათისთვის გაფიცვა დააანონსეს. გაფიცვა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წარუმატებლად დასრულდა ხელფასის მატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.

პროფკავშირები 2.5 მილიონამდე დასაქმებულისთვის ანაზღაურების რვა პროცენტით ზრდას, უფრო მაღალ პრემიებსა და დამატებით სამი დასვენების დღის დაწესებას ითხოვს. როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე ფედერალურ მთავრობაში აცხადებენ, პროფკავშირების მოთხოვნა ფინანსურად მიზანშეწონილი არ არის.

მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი მომდევნო კვირასაა ჩანიშნული.

ამასთან, 8 მარტს გაფიცვას გეგმავს საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი. დღეს კი ჯანდაცვის სექტორის 20 000-მდე თანამშრომელია გაფიცული.