2025 წლის 1 აგვისტოდან ფინეთი გეგმავს სკოლებში სმარტფონების გამოყენების შეზღუდვას. განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დაწყებითი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დააანიცირა, რომელთა მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს უკეთ კონცენტრირდენ სწავლაზე.
ახალი წესების მიხედვით, მოსწავლეები კლასში ტელეფონებით სარგებლობას მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით და მხოლოდ სწავლისთვის შეძლებენ. თუ ვინმე აწუხებს სხვებს ტელეფონის გამოყენებით, მასწავლებელი ან დირექტორს ოწყობილობის ჩამორთმევის უფლება ექნება.
სკოლები შეიმუშავებენ შინაგანაწესს, თუ როგორ შეინახება მობილური ტელეფონები გაკვეთილების დროს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება მთელი სასწავლო დღის განმავლობაში, შესვენებისა და ლანჩის ჩათვლით.
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში სმარტფონების გამოყენება აკრძალულია იტალიაში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში და საფრანგეთის რამდენიმე სკოლაში.
ჰოლანდიელი სკოლის მოსწავლეებს კი უკვე აეკრძალათ გაკვეთილების დროს არა მხოლოდ სმარტფონების, არამედ პლანშეტებისა და სხვა მობილური მოწყობილობების გამოყენება. მასწავლებლებმა და სკოლის საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღონისძიება დაეხმარა ბავშვებს ერთმანეთთან მეტი კომუნიკაციაში.