საქართველო ადგილობრივი ყველის ფასის მიხედვით მსოფლიოს 57 ქვეყანას შორის 46-ე ადგილს იკავებს. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში 1 კგ ადგილობრივი ყველის საშუალო ფასი 8.60 დოლარს შეადგენს.

მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში რუსეთი და თურქეთი მოხვდნენ. რუსეთი 25-ე ადგილზეა, სადაც 1 კგ ყველის საშუალო ფასი 11.81 დოლარია, თურქეთი კი 38-ე პოზიციას იკავებს, 9.75 დოლარით.

Numbeo-ს მონაცემებით, ადგილობრივი ყველი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია, სადაც 1 კგ-ის საშუალო ფასი 25.56 დოლარს შეადგენს.

ადგილობრივი ყველის ყველაზე მაღალი ფასის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია – 25.56 დოლარი;
  • სინგაპური – 25.16 დოლარი;
  • ჰონგ-კონგი – 22.04 დოლარი;
  • ლუქსემბურგი – 20.47 დოლარი;
  • საფრანგეთი – 19.51 დოლარი;
  • ავსტრია – 18.29 დოლარი;
  • ტაივანი – 18.00 დოლარი;
  • ისრაელი – 17.60 დოლარი;
  • იტალია – 17.03 დოლარი;
  • ბელგია – 15.19 დოლარი.