ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) სურს გაზარდოს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა.

გაზეთ The Times-ის ინფორმაციით, ფიფა შეშფოთებულია ტურნირის მატჩების მიმართ დაბალი ინტერესით. შეგახსენებთ, რომ საკლუბო მუნდიალი ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

გაყიდული ბილეთების რაოდენობის ასამაღლებლად, ფიფამ გადაწყვიტა გულშემატკივრების დამატებით მოტივირება. ის, ვინც სპეციალურ საშვს შეიძენს მსოფლიო ჩემპიონატის 20 მატჩზე დასასწრებად, გარანტირებულად მიიღებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები ბილეთის შეძენის საშუალებას.

აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ბილეთები შავ ბაზარზე იმაზე იაფად იყიდება, ვიდრე მათი თავდაპირველი ღირებულება იყო.

1tv.ge