ჰოლანდიურ კომპანია Exor-ს თავისი აქციების ნაწილის დაბრუნება სურს. ამისათვის ის მზადაა უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი თანხის ინვესტიცია განახორციელოს, ამის შესახებ Reuters-ი წერს.

Exor-მა კვლავ დაიწყო აქციების გამოსყიდვის პროგრამა. ამჯერად საუბარია 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებზე. სატენდერო შეთავაზება 750 მილიონი ევროა, ბოლო ვადა 10 ოქტომბერია.

წილის ზედა ზღვარი ტენდერით 87,17 ევროს შეადგენს. ანალიტიკოსების აზრით, ფასიანი ქაღალდების შეძენა 3%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

Exor-ის აქციები ოთხშაბათს 81,56 ევროდ ივაჭრებოდა. კომპანიამ ასევე დაამატა, რომ ისინი დარჩენილი აქციების დაბრუნებას მომდევნო 12 თვის განმავლობაში გეგმავენ.

რას ფლობს Exor?

საკონტროლო აქციონერი Giovanni Agnelli BV 100 აქციონერს აერთიანებს - ეს არის დაახლოებით ჯოვანი ანელის 200 ცოცხალი შთამომავალი, რომელმაც Fiat-ი დააარსა. Fiat აკონტროლებს Ferrari-ს, CNH Industrial-ს და Stellantis-ის უმსხვილესი აქციონერია.

Exor-ის ინვესტიციები მოიცავს სხვადასხვა სფეროს: მედიას, მოდას, საქონლის წარმოებას, ჯანდაცვასა და ტექნოლოგიას. კომპანიის აქტივების ღირებულება 34,2 მილიარდ ევროს შეადგენს. 2023 წლის პირველ ნახევარში Exor-მა 2 მილიარდ ევროზე მეტის გამომუშავება მოახერხა.