აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) Boing-ისგან მოითხოვა 90 დღის ვადაში მოამზადოს  ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა ხარისხის სისტემური კონტროლის პრობლემების გადასაჭრელად. ამის შესახებ FAA-ს პრესსამსახური იტყობინება.

FAA მოელის, რომ Boeing-ის გეგმაში საწარმოო ხაზების შემოწმების შედეგები იქნება წარმოდგენილი.

იანვრის დასაწყისში Alaska Airlines-ის Boeing 737-9 MAX ავარიულად დაეშვა პორტლენდის აეროპორტში მას შემდეგ, რაც ჰაერში, დაახლოებით 5 კმ სიმაღლეზე, კარი დაკარგა. არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. ავიაკომპანიამ თვითმფრინავი Boeing-ისგან 2023 წლის ნოემბერში მიიღო.

ამის შემდეგ FAA-მ გასცა ბრძანება Boeing 737-9 MAX თვითმფრინავების გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ აშშ-ს საჰაერო სივრცეში და მათი ექსპლუატაცია ამერიკულ ავიახაზების მიერ.

მიმდინარე წლის ბოლოს აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ Boeing-ს 737 MAX-ის წარმოების გაფართოება აუკრძალა.