ევროპა ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს - ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოგზაური ცდილობს ნახოს მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქები.
thethinkingtraveller.com-ი ევროპის ყველაზე ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებს გთავაზობს.
პორტალის ექსპერტებმა შეისწავლეს მიმოხილვები სპეციალიზებულ საიტებსა და სოციალურ ქსელებში საკვანძო სიტყვებზე „ძალიან ხალხმრავალი“ და „ზედმეტად ხალხმრავალი“. მათ მიერ შედგენილ სიაში მოხვდა ევროპის ყველაზე პოპულარული ატრაქციონები:
ედინბურგის ციხე, შოტლანდია;
ბუკინგემის სასახლე, დიდი ბრიტანეთი;
სიამ პარკი, ტენერიფე, ესპანეთი;
დიდი არხი, ვენეცია, იტალია;
რომაული აბანოები, დიდი ბრიტანეთი;
ლონდონის კოშკი, დიდი ბრიტანეთი;
ლუვრი, პარიზი, საფრანგეთი;
აკროპოლისი, ათენი, საბერძნეთი;
ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;
ორსეის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი.
იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის ტურისტებისთვის ყველაზე დატვირთულ ტურისტულ ადგილებს შორის დასახელდა:
იტალია: დიდი არხი ვენეციაში, ვატიკანის მუზეუმი რომში, კოლოსეუმი;
ესპანეთი: სიამ პარკი, ტენერიფეში, ბოკერიას ბაზარი ბარსელონაში, საგრადა ფამილია ბარსელონაში;
საბერძნეთი: აკროპოლისი ათენში, სოფელი ლინდოსი როდოსზე, პართენონი ათენში.
ევროპის ყველაზე ხალხმრავალი პლაჟებს შორის მოხვდა:
ელაფონისი კრეტაში, საბერძნეთი;
ლეღვის ხის სანაპირო კვიპროსის კურორტ პროტარასში;
ბარსელონე ბარსელონაში;
ნავახო კუნძულ ზაკინთოსზე, საბერძნეთი;
ლევანტეს სანაპირო ალიკანტეში, ესპანეთი;
წითელი სანაპირო სანტორინიზე საბერძნეთში.