ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ მან თანამდებობა 2027 წლის ბოლოს, მისი ვადის ამოწურვამდე დატოვოს, რათა საფრანგეთის პოლიტიკაზე საკუთარი აზრი გამოთქვას, თუმცა, მომავალ გაზაფხულზე დაგეგმილ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა „ამჟამად“ დღის წესრიგში არ შედის.

ფრანგული გაზეთის Les Échos-ის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა ის ვადაზე ადრე წასვლას, შესაძლოა, საფრანგეთის პოლიტიკაში მონაწილეობის მისაღებად, მან უპასუხა: „ეს შესაძლებელია. მე მჯერა, რომ ევროპული ხმა უნდა მოისმინონ საფრანგეთის საპრეზიდენტო დებატებში“.

ვრცლად Reuters - ზე