საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპის ინდუსტრია „სიცოცხლისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. მისი თქმით, ჩინეთის უზარმაზარი სავაჭრო პროფიციტი „მიუღებელია“ და პეკინი პრაქტიკულად „საკუთარ მომხმარებლებს კლავს“ — ევროპული ბაზარი იაფი ექსპორტით აქვს დატბორილი, მაშინ როცა თავად ევროპის პროდუქციას ძალიან ცოტას ყიდულობს. 

მაკრონის თქმით, ჩინურმა კომპანიებმა ახლა უნდა დაიწყონ ინვესტირება ევროპის ეკონომიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირს შეიძლება მოუწიოს საპასუხო საბაჟო ტარიფების დაწესება.