ევროკავშირმა უპილოტო ტაქსების ფართოდ დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირის 18 ქვეყანამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ავტონომიური ავტომობილების გამოცდა საერთო წესებით ჩატარდება.

ევროპა ამ ტექნოლოგიის დანერგვისას აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით უფრო ფრთხილად მოქმედებდა. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ქვეყნებს შორის განსხვავებული რეგულაციები იყო, რაც ავტონომიური ტრანსპორტის საერთო მასშტაბით გამოცდას ართულებდა.

ახალი შეთანხმების საფუძველზე, ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებში უპილოტო ავტომობილების ტესტირება ერთი და იმავე მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდება. მოსალოდნელია, რომ ეს ხელს შეუწყობს გამოცდების უკეთ კოორდინაციას და ტექნოლოგიის განვითარებას დააჩქარებს.

ერთიანი სტრატეგია შეეხება არა მხოლოდ რობოტაქსებს, არამედ უპილოტო სატვირთო გადაზიდვებსა და მძღოლის გარეშე მოქმედ სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც.

გამოცდების დაწყება უახლოეს თვეებში იგეგმება. ევროპის რამდენიმე ქალაქში მსგავსი პროექტები უკვე მიმდინარეობს ან მოსამზადებელ ეტაპზეა. რობოტაქსების გამოცდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ცენტრად ზაგრები სახელდება. საკუთარ პროგრამებს ამზადებენ მადრიდი, მიუნხენი და ლუქსემბურგიც.

ინიციატივას შეუერთდნენ ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ხორვატია, ჩეხეთი, შვედეთი და ესტონეთი.

euro-pulse.ru