ევროკავშირში ნედლეულის 11,8% მოდიოდა გადამუშავებულ მასალებზე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კავშირის მთელ ისტორიაში. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო (Eurostat) ავრცელებს, რომელიც 2023 წლის მონაცემებს აანალიზებს.
ევროკავშირში ყველაზე ხშირად გადამუშავდება და ხელახლა გამოიყენება ლითონის მადნები – 24,7%. მათ მოსდევს არალითონური მინერალები - როგორიცაა ქვიშა, ხრეში, კირქვა, თიხა (13,6%) და ბიომასა (10,1%).
წრიული ეკონომიკის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ნიდერლანდებში (30.6%), იტალიაში (20.8%) და მალტაში (19.8%).
რეიტინგის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ რუმინეთი (1.3%), ირლანდია (2.3%) და ფინეთი (2.4%).