ევროპაში მართვის მოწმობის მიღების პროცედურები გამკაცრდა, რათა საგზაო მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდეს - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

მართვის მოწმობების განახლება ყოველ 15 წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო (ადრე ისინი განუსაზღვრელი ვადით მოქმედებდნენ), დამწყები მძღოლებისთვის კი ორწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოქმედდება.

მანქანის მართვის უფლების მისაღებად მეტი წესის შესწავლა გახდება საჭირო — მაგალითად, როგორ გააღონ კარი უსაფრთხოდ, რათა გამვლელ ველოსიპედისტს არ დაეჯახონ.