ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არ ვარ წინააღმდეგი, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს, ხოლო ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესშია.

ასევე, გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთს პირდაპირ უნდა ესაუბროს.

„მიმაჩნია, რომ ამის დრო დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გავლენა შეზღუდული იქნება“, - განაცხადა მელონიმ.

www.interpressnews.ge