იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მართალია ევროპის კონტინენტის საფრთხეებზე საუბრისას.
იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა, „კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე“ დისტანციურად გამოსვლისას უარყო „ამერიკული ლიბერალური მემარცხენეობა“ და აღნიშნა, რომ ეს გამეორებულია ევროპაში.
„ვიცე-პრეზიდენტი ვენსი განიხილავდა რაღაცას უფრო სიღრმისეულად: იდენტობა, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება. აღშფოთებულებს იგივე სიამაყე რომ გამოევლინათ, როდესაც ევროპამ სტრატეგიული ავტონომია დაკარგა, ეკონომიკა ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიაბა ან როდესაც ევროპის საზღვრებსა და ჩვენს ცხოვრების წესს ემუქრებოდა მასობრივი არალეგალური მიგრაცია, ახლა უფრო ძლიერ ევროპაში ვიცხოვრებდით“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.