ნატო არ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ ინტერვიუშიგანაცხადა.
რუტეს თქმით, ეს აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა.
მარკ რუტე აღნიშნავს, რომ ევროპისთვის, ისრაელისა და მიმდებარე რეგიონისთვის ირანი არის „საფრთხე“ და ახლა ევროპა აქტიურდება ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპა „აბსოლუტურად უჭერს მხარს“ ირანში აშშ-ის ქმედებებს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა იმ საპასუხო ქმედებებზე, რომლებიც ირანმა ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად წამოიწყო. რუტეს თქმით, ახლა რაც ხდება, არის ის, რომ რეგიონში ნატო-ს მოკავშირეები და მეგობრები უმისამართო თავდასხმების სამიზნე გახდნენ.
ამასთან, კითხვაზე, დაგვიანდა თუ არა კირ სტარმერის გადაწყვეტილება, აშშ-ისთვის დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ, რუტემ უპასუხა, რომ ნებართვის გაცემამდე „სამართლებრივი საკითხები“ უნდა დამუშავებულიყო. რაც შეეხება შეკითხვას, იცოდა თუ არა წინასწარ აშშ-ისრაელის ირანზე თავდასხმების შესახებ, რუტემ აღნიშნა, რომ ამ დეტალებს საჯაროდ არ განიხილავს.