ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,9%-ით შემცირდა - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებაში.
ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 2,715 მილიონი შეადგინა, გასული წლის იანვარ-მარტში 2,769 მილიონი.
კერძოდ, გერმანიაში გაყიდვები შემცირდა 4,3%-ით, იტალიაში 1,6%-ით, საფრანგეთში 7,8%-ით, ხოლო ესპანეთში 14,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები პირველ კვარტალში 23,9%-ით გაიზარდა და 413 000-ს მიაღწია.