ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რათა რუსეთმა მისთვის დაწესებული შემაკავებელი ზომების გვერდის ავლა ვერ შეძლოს. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) განცხადებაშია ნათქვამი.
„ახალი ზომები ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების უფრო მჭიდრო თანმიმდევრობას რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ და დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთმა ბელარუსის გავლით სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ მოახერხოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირმა ბელარუსში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტი აკრძალა. შეზღუდვა ეხება ასევე იმ საქონლისა და ტექნოლოგიების, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
„ეს ზომები აგრძელებს ბელარუსში რიგი განსაკუთრებით მგრძნობიარე საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, რომლებიც ხელს უწყობს ბელარუსის სამხედრო-ტექნიკური მიმართულებით განვითარებას. საბჭო ასევე აწესებს დამატებით აკრძალვას ცეცხლსასროლ იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე“, - წერია განცხადებაში.