ევროკავშირის სიმღერების პირველი წიგნი გამოიცა. მასში შეტანილია ექვი სიმღერა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან და ბეთჰოვენის "Ode to Joy", როგორც ევროკავშირის ჰიმნი, ასევე ერთი სიმღერა დიდი ბრიტანეთიდან.

საფრანგეთიდან კოლექციაში შედის ედიტ პიაფის სიმღერა "სიყვარულის ჰიმნი", იტალიიდან - "Bella Ciao" (ხალხური სიმღერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის წინააღმდეგობის ჰიმნად იქცა), პორტუგალიიდან - „გრანდოლა, ვილა მორენა“.

სულ წინგნში გამოქვეყნებულია 164 სიმღერა ნოტებითა და ტექსტებით ორიგინალურ ენებზე და ინგლისურად. კომპოზიციები დაჯგუფებულია რამდენიმე კატეგორიად: "თავისუფლება და მშვიდობა", "სიყვარულის სიმღერები", "ბუნება და სეზონები", "ხალხური სიმღერები", "რწმენა", "ბავშვთა სიმღერები".

სიმღერები განთავსებულია სპეციალურ აპლიკაციაზე, რომელიც ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ში. 

სიმღერების წიგნის შედგენაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკალურმა ორგანიზაციამ და კონსერვატორიამ, ხოლო სიმღერების შერჩევა მოხდა საზოგადოების კენჭისყრის სახით ევროკავშირის 87 ათასზე მეტი მაცხოვრებლის მონაწილეობით.