ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და კანონმდებლებმა ვერ შეძლეს კომპრომისის მიღწევა საჰაერო მგზავრების უფლებების შესახებ ახალი კანონპროექტის ტექსტზე. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ის ევროპელი მოგზაურების უფლებების გაფართოებას ისახავდა მიზნად, თუმცა ავიაკომპანიები ამტკიცებენ, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს ინდუსტრიის ეკონომიკაზე.

ევროპელი კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ საჰაერო მგზავრების უფლებების შესახებ ახალი კანონის დებულებებზე. ამ კანონპროექტზე განხილვა დაახლოებით ათი წელია მიმდინარეობს.

კანონპროექტის დებულებები მოიცავს ხელბარგის საფასურის და ფინანსური კომპენსაციის გაუქმებას სამ საათზე მეტი ხნით ფრენის დაგვიანების შემთხვევაში, რაც ევროპარლამენტის მთავარი მოთხოვნაა.

თუმცა, წინა მოლაპარაკებების დროს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც ევროსაბჭო წარმოადგენდა, შესთავაზეს კომპენსაციის ზღვრის სამიდან ოთხ საათამდე გაზრდა, რაც კანონმდებლებს შორის კონსენსუსის არარსებობას ადასტურებს. გერმანია, პორტუგალია, სლოვენია და ესპანეთი იმ წევრ სახელმწიფოებს შორის იყვნენ, რომლებიც ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ.