ევროკავშირი ტრამპის ტარიფების საპასუხოდ განიხილავს უარი თქვას Visa-ზე, Mastercard-ზე, PayPal-სა და Alipay-ზე.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ „დროა მოვიშოროთ Visa, Mastercard, PayPal, Alipay და შემოვიტანოთ ევროპული კონტროლი ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე“.
„ერთიანმა კაპიტალის ბაზარმა, შეიძლება გზა გაუხსნას უფრო ღრმა ფისკალურ ინტეგრაციას - ყოველწლიურად 3 ტრილიონ ევრომდე პოტენციური ღირებულებით“, - დასძინა ლაგარდმა.