ევროკავშირი მზადაა, აზერბაიჯანთან ითანამშრომლოს დაკავშირებადობის საკითხებზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩმა, მარიანა კუიუნდზიჩმა განაცხადა, რომელიც დიპლომატიურ კორპუსთან ერთად ზანგილანში იმყოფება.
„ჩვენ ვიხილეთ აზერბაიჯანის მიერ დაკავშირებადობის კუთხით გაწეული სამუშაო. მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მზად ვართ, აზერბაიჯანთან ვითანამშრომლოთ დაკავშირებადობის საკითხებში. რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ ტრანსპორტთან დაკავშირებით დიალოგი და ამჟამად დეტალებს განვიხილავთ, თუმცა ამაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.