ევროკავშირი ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის გამო, პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამ ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირში მას შემდეგ გადაწყდა, რაც სააგენტო „როიტერმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი რუსეთს საიდუმლოდ აწვდის დრონების ძრავებს.

როგორც პუბლიკაციაში იყო აღნიშნული ჩინეთი ამ ძრავებს რუსეთში დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გვერდის ავლით, „სამაცივრე მოწყობილობების“ სახელი აგზავნის.

როგორ „პოლიტიკო“ წერს, ამ ინფორმაციას ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია. 15 წევრმა ქვეყანამ ახსნა-განმარტებითვის მიმართა. პეკინმა ბრალდებები უარყო.

ჩინეთმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთს შეიარაღებას აწვდის. პეკინში აცხადებდნენ, რომ ის მიუკერძოებელ პოზიციას იკავებს და ომში ჩართულ არც ერთ მხარეს არ აწვდის იარაღს.

1tv.ge