2023 წლის პირველ კვარტალში Netflix - მა ესპანეთში 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი დაკარგა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ ნაკლებია - ამის შესახებ ინფორმაციას კვლევითი ჯგუფის Kantar-ი ავრცელებს.
მათი ცნობით თებერვლის დასაწყისში Netflix - მა ესპანეთში ყოველთვიური გადასახადი, თვეში 6,57$ იმ მომხმარებლებისთვის დააწესა, რომლებიც სხვებს ანგარიშის მონაცემებს უზარებდნენ, გარდა ამისა კომპანიამ მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად ტექნიკური ზომები მიიღო.
Kantar's Worldpanel Division-ის ერთ-ერთი დირექტორი დომინიკ სუნებო ამბობს, რომ მკვეთრი ვარდნა სწორედ ამ წესების დაწესებით არის გამოწვეული და აღნიშნავს, რომ Netflix - ისთვის მომხმარებლის დაკარგვა დიდი დარტყმაა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მათი უმრავლესობა თანხას არ იხდიდა.
ესპანეთში კომპანიის აბონენტების მეათედი აცხადებს, რომ მეორე კვარტალში გამოწერას გააუქმებს.
Netflix-ის აცხადებს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლების რიცხვის კლება მოულოდნელი არ ყოფილა.
Netflix-ის თანახმად, მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ანგარიშს, რომლისთვისაც არ იხდის.